ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს
ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ექიმი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

საქმე ეხება ხუთი წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მოქალაქე შვილის გარდაცვალებაში სდებდა ბრალს. ალა მატინოვას განცხადებით, მისი შვილი მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. მიზეზად გარდაცვლილის დედა ექიმის უყურადღებობას ასახელებს.