ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამივე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან ხუთი შემთხვევა ე.წ. თერჯოლის კლასტერს უკავშირდება.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.