ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

18:05, 24.04.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამივე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს.  მათგან ხუთი შემთხვევა ე.წ. თერჯოლის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი