საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა

18:01, 24.04.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი.

ვირუსის შედეგად გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5888 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსგავსი