ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში სამი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტია შეყვანილი, ერთს კი ამ წუთებში ელოდებიან. მისივე თქმით, ამ სამი პაციენტიდან ორი აჭარიდან არის, ინფიცირებული დედა-შვილია, ერთი კი ქუთაისიდან. ასევე, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული, რომელიც კლინიკაში ცოტა ხანში უნდა შეიყვანონ, ქუთაისიდან არის.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ნოდარ მაღლაფერიძე არც ერთი პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად არ აფასებს.