რუხის კლინიკაში რვა კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის კლინიკაში რვა კოვიდინფიცირებული მკურნალობს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  რვა კოვიდინფიცირებული რჩება. როგორც რუხის  რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ განაცხადა, რვა ინფიცირებულიდან ექვსი ახალი პაციენტია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში რვა პაციენტი მკურნალობს. მათ შორის  ექვსი  ახალი პაციენტია. მათგან ოთხი არის დაინფიცირებული გურიაში, ერთი პაციენტი არის სენაკიდან, ერთი კი ქუთაისიდან. ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. რაც  შეეხება ახალი პაციენტების ზოგად მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მათი დამატებითი გამოკვლევები დღეისთვის არის დაგეგმილი“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.