დღევანდელი მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
დღევანდელი მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

დღევანდელი მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია სამი საეჭვო პაციენტი, რომლებსაც ცხელება და სხვა  რესპირატორული სიმპტომები აქვთ.

როგორც საქართველოს პირველ არხს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებული 62 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან რვა არასრულწლოვანია. ინფიცირებულებიდან 22 პაციენტს პნევმონია აქვს,ზოგიერთს ორმხრივი. ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკაში პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან შეყვანილი, მათ შორის ბათუმიდან, ხელვაჩაურიდან, ქუთაისიდან (19 პედაგოგი), ცაგერიდან, გურიიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან. ინფიცირებულებს შორის ექვსი ადგილობრივია.

ამასთან, კლინიკაში დღეს ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.