ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება, – ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურ უფლებას ერთ კომპანიას არ მიანიჭებენ. ამის მიზეზი აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადი და მზარდი ახალი მიმართულებებია.
„ამის გათვალისწინებით, ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის 7 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
დეტალები პირობების შესახებ იხილეთ აქ :https://goo.gl/ZtZgnT “, – აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.