ქუთაისის აეროპორტმა პარიზიდან პირველი ავიარეისი მიიღო
ქუთაისის აეროპორტმა პარიზიდან პირველი ავიარეისი მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პარიზიდან პირველი ავიარეისი მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

მისი თქმით, მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში სამჯერ გაიზრდება.

აეროპორტის გაფართოებაზე ისაუბრა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ. მისი თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი საათში 1000 მგზავრს მოემსახურება.

დღეიდან ქუთაისის აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა A320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.