უნგრულმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ვენის აეროპორტიდან 17 ახალი მიმართულება დაამატა. მათ შორისაა ქუთაისიც.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, ავიარეისები კი 2018 წლის ნოემბრიდან შესრულდება.
კომპანია პირდაპირ რეისებს ქუთაისიდან ასევე რიგაში, 25 მარტიდან შეასრულებს. რეისები უკვე სრულდება ლონდონში, ბერლინსა და მილანში. 2018 წლის მაისიდან კი ახალი მიმართულებები ემატება, მათ შორის ბარსელონას, პარიზისა და რომის მიმართულებით.