ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები მარტიდან შესრულდება
ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები მარტიდან შესრულდება

უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს.

ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ქუთაისიდან რიგაში შეასრულებს.

ლატვიის დედაქალაქში რეისები 25 მარტიდან, კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

Wizzair-ის საიტზე ამ დროისთვის ბილეთების შეძენა ქუთაისიდან 12 ქვეყნის 18 ქალაქის მიმართულებით არის შესაძლებელი.

ნაწილში რეისები უკვე სრულდება, მათ შორის ლონდონში, ბერლინსა და მილანში; 2018 წლის მაისიდან კი ახალი მიმართულებები ემატება, მათ შორის ბარსელონას, პარიზისა და რომის მიმართულებით.