„ევრო-2024“-ზე დასწრების მსურველებისთვის „ვიზეარი“ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს
„ევრო-2024“-ზე დასწრების მსურველებისთვის „ვიზეარი“ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს

„ვიზეარი“ ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, „ვიზეარის“ რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან – გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა.

„ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, „ვიზეარის“ ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.