ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად „სამოქალაქო ინიციატივის“ ყრილობაზე დაასახელეს. მას მხარი 96 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 7 წავიდა.

სობჩაკის საარჩევნო პროგრამის სახელია “123 რთული ნაბიჯი”. დოკუმენტში ადგილი ეთმობა, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. პროგრამის მთავარი გზავნილი “სუპერპრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება” და საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმაზე გადასვლაა.

სობჩაკის თქმით, ერთ ადამიანს ერთი და იგივე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ვადით უნდა შეეძლოს. რაც შეეხება ყირიმს, ქსენია სობჩაკი მიიჩნევს, რომ ნახევარკუნძული უკრაინას ეკუთვნის. მისივე განცხადებით, პრობლემა ყირიმში ახალი რეფერენდუმის დანიშვნის გზით უნდა მოგვარდეს, რომლის პირობებსაც მოსკოვი და კიევიც დათანხმდება.

სობჩაკი ასევე გამოდის კულტურის სამინისტროს გაუქმებისა და “ლენინის დაკრძალვის” ინიციატივით.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის 18 მარტს გაიმართება.