ქსენია სობჩაკმა და ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა ახალი პარტიის დაარსების შესახებ განაცხადეს
ქსენია სობჩაკმა და ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა ახალი პარტიის დაარსების შესახებ განაცხადეს

რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა და ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა ახალი პარტიის დაარსების შესახებ განაცხადეს.
მათი თქმით, მოძრაობა „პარტია ცვლილებებისათვის“ რუსული ოპოზიციური ძალებს თითქმის სრულად აერთიანებს და მიზნად, ერთიანი ძალებით, ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულებას ისახავს.
სობჩაკმა და გუდკოვმა თავიანთ გამოსვლებში ასევე ისაუბრეს უცხო ქვეყნების სამხედრო კონფლიქტებში რუსეთის მონაწილეობაზე. მათივე განცხადებით, ამ პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს და აუცილებელია, რუსეთმა დასავლეთთან ურთიერთობა მოაგვაროს.

ყოფილი ტელეწამყვანი და წარსულში პუტინთან დაახლოებული ქსენია სობჩაკი კრემლის კრიტიკოსი გახდა და არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის ოპონენტად მონაწილეობა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოკითხვებით, რომელიც 9 მარტს გამოქვეყნდა, მას რუს ამომრჩეველთა მხოლოდ 2 პროცენტი უჭერს მხარს.