ქობულეთში უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა
ქობულეთში უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

ქობულეთში უბედური შემთხვევა მოხდა. სახლის სახურავიდან მამა და შვილი ჩამოვარდა. ორივე ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი სახურავის შეკეთებაში მეზობელს ეხმარებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.