საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა.

11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.