ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა დღეს 1 325 ადამიანს შეუმოწმდა.
თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.
თერმოსკრინინგი დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელშიც.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ამ ეტაპისთვის სულ 32 828 ადამიანს ჩაუტარდა.