ქობულეთში თერმოსკრინინგი ​დღეს 1 325 ადამიანს ჩაუტარდა

22:11, 04.05.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა დღეს 1 325 ადამიანს შეუმოწმდა.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.

თერმოსკრინინგი დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელშიც.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ამ ეტაპისთვის სულ 32 828 ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი