ქობულეთში შენობის დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, დაშავდა ერთი ადამიანი
ქობულეთში შენობის დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, დაშავდა ერთი ადამიანი

ქობულეთში, ყოფილი სასტუმრო „ინტურისტის“ დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რის შედეგადაც მასზე მყოფი ამწის ოპერატორი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ოპერატორმა გადახტომა მოასწრო, თუმცა დაზიანებები მიიღო.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მან შინაგანი ორგანოების დაზიანება მიიღო და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.