ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში ამწის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

10:51, 01.08.2023

ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში ხიდის მშენებლობისას ამწის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

„ადგილზე იმყოფებოდა 27 თანამშრომელი, მათგან 17 დაიღუპა“, – განუცხადა შემთხვევის ადგილზე მედიას შაჰაპურის ადგილობრივმა დეპუტატმა, დაულატ დაროდამ.

დეპუტატის თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნგრევა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 23:00 საათზე მოხდა.

სამაშველო ოპერაციაში პოლიციისა და სახანძრო ბრიგადის თანამშრომლები ადგილობრივ უწყებებთან ერთად არიან ჩართული.

მსგავსი