ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში ამწის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში ხიდის მშენებლობისას ამწის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
„ადგილზე იმყოფებოდა 27 თანამშრომელი, მათგან 17 დაიღუპა“, – განუცხადა შემთხვევის ადგილზე მედიას შაჰაპურის ადგილობრივმა დეპუტატმა, დაულატ დაროდამ.
დეპუტატის თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნგრევა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 23:00 საათზე მოხდა.
სამაშველო ოპერაციაში პოლიციისა და სახანძრო ბრიგადის თანამშრომლები ადგილობრივ უწყებებთან ერთად არიან ჩართული.