ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.