ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

11:30, 05.10.2018

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი