აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ 
აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 55 წლის, ხოლო მეორე 61 წლის ქალია.

მათივე ცნობით, 55 წლის პაციენტი კლინიკაში 6 ოქტომბერს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შეიყვანეს. მას პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. რაც შეეხება თანხმლებ დაავადებებს, აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები.

კორონავირუსით ინფიცირებული 61 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პირველი ოქტომბრიდან მკურნალობდა. პნევმონიასთან და სუნთქვის უკმარისობასთან ერთად, მას შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები ჰქონდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.