ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველებმა შენობაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც ბიუროს წევრები არიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ბიუროს სხდომის წინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს და მოითხოვეს, აქციის ყველა მონაწილე შევიდეს ბიუროს სხდომაზე.
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი და მცირედი ფიზიკური დაპირისპირებაც.
„საკრებულოს თავმჯდომარესთან გვაქვს შეკითხვები, მიიჩნევს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს თავისუფლებას, როდის გამოიძიებენ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.