ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 2 595 ადამიანს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი გრძელდება.
ქალაქ ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აგრარულ ბაზარში ტემპერატურა 1 853 ადამიანს შეუმოწმდა, ცეცხლაურში – 307 მოქალაქეს, ჯიხანჯურში – 289, ჩოლოქის დასახლებაში კი – 146. საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა.
საერთო ჯამში, დღეს მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 2 595 ადამიანს ჩაუტარდა.
ამასთან, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.