ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 2 595 ადამიანს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 2 595 ადამიანს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი გრძელდება.

ქალაქ ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აგრარულ ბაზარში ტემპერატურა 1 853 ადამიანს შეუმოწმდა, ცეცხლაურში – 307 მოქალაქეს, ჯიხანჯურში – 289, ჩოლოქის დასახლებაში კი – 146. საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა.

საერთო ჯამში, დღეს მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 2 595 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.