ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იუსტიციის სახლში მივიდა.
ის სავარაუდოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმებას მოითხოვს.
პაატა სალიას თქმით, დამატებით კომენტარს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.