ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა
ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

12 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის 1080 ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა პორტუგალიურმა კომპანიამ Teixeira Duarte.

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებაში რამდენიმე უწყება იყო ჩართული.

ქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის უნიკალური პანოს რესტავრაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.