მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა ფოტომასალაც წარადგინა, თუ რა მდგომარეობაში იყო პანო სამუშაოების დაწყებამდე და როგორ გამოიყურება ის დღეს.

„მიმდინარე წელს, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანოს აღდგენა მის ავტორთან, მალხაზ გორგაძესთან თანამშრომლობით დავიწყეთ. პანო მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო, ილიას სიტყვები აღარ იკითხებოდა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნაც იყო, რომ ის მოწესრიგებულიყო. სამუშაოები დასრულებულია და დღეს აღნიშნული პანო ყოველმხრივ განახლებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მოქალაქეებს, ისე პანოს ავტორს, მალხაზ გორგაძეს.