ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამშვიდობო ინიციატივა წარუდგინა
ასოციაცია „იმედის“ – დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ განიხილეს , რომელიც გათვლილია გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ეკონომიკური საქმიანობისა და ვაჭრობის გზით. პროექტის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდაა. სახელწიფო მინისტრმა შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხა.