ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი, კიდევ 26 საუკუნე და უფრო მეტი გაგრძელებულიყოს ჩვენი ურთიერთობები ებრაელ ხალხთან
ვისურვებდი, კიდევ 26 საუკუნე და უფრო მეტი გაგრძელებულიყოს ჩვენი ურთიერთობები ებრაელ ხალხთან და ისრაელის სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
„მინდა, მთელ ებრაელ ერს მივულოცო ეს დღე. ჩვენთვის განსაკუთრებულია ეს დღე იმ 26-საუკუნოვანი მეგობრობიდან გამომდინარე, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს აკავშირებთ და სრულიად უნიკალური მოვლენაა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლია და იუნესკო-ში არის წარდგენილი, რომ ასეთად აღიარებულ იქნას მსოფლიო დონეზე. გამორჩეულია ეს ურთიერთობები. ამის საფუძველია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული, თანაცხოვრების მართლაც გასაოცარი ისტორია, ერთმანეთის გვერდში დგომა და ვისურვებდი, რომ კიდევ 26 საუკუნე და უფრო მეტი გაგრძელებულიყოს ჩვენი ასეთი ურთიერთობები ებრაელ ხალხთან და ისრაელის სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.