ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ჩვენს ბოშა თანამოქალაქეებს ვულოცავ ბოშათა საერთაშორისო დღეს. მინდა, ვუსურვო მათ ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა. ბოშებს უნიკალური კულტურა და ტრადიციები აქვთ, რაც ჩვენს მრავალფეროვან და მრავალკულტურულ ქვეყანას კიდევ უფრო მდიდარს ხდის. ამ სიმდიდრეს შენარჩუნება, დაცვა და განვითარება სჭირდება, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, რომ გამოწვევას, რომელსაც „კოვიდ-19“-ის გავრცელება წარმოადგენს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახავთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.