ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელ მოქალაქეებს ხაბ-ნისანის დღესასწაულს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ყველა ასირიელ მოქალაქეს ხაბ-ნისანის დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ეს დღე თითოეული თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს.
დღეს, იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქმნის მსოფლიოში, თითოეულს გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ. დაე, ამ დღეს მშვიდობა და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი სამშობლოსთვის“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც პირველ აპრილს აღნიშნავენ.