ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული
საოკუპაციო რეჟიმი სამწუხაროდ აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული როგორც ქართველების ისე ოსების, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რა ვითარებაში მოხდა ორი ადამიანის უკანონო აყვანა, ამაზე მიდის მოკვლევა.
„რა ვითარებაც არ უნდა იყოს, ეს არის უკანონობა, რადგან არარსებულის საზღვრის გადაკვეთას ედავებიან ადამიანებს. ამ დროისთვის ისინი არიან გადაყვანილი ცხინვალის იზოლატორში და ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით, თავს ნორმალურად გრძნობენ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე იყვნენ გათავისუფლებულები”, – განაცხადა ციხელაშვილმა.