ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის შემდეგ არსებულ ვითარებას გაეცნო
ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის შემდეგ არსებულ ვითარებას გაეცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მინისტრი სოფელ ტახტისძირში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.