ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო აგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებას, რომელიც მიმართულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეკავებისა და საბოლოოდ უკუქცევისკენ
სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი და აგრძელებს მომავალშიც ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რომელიც მიმართულია ამ პროცესის შეკავებისა და საბოლოოდ უკუქცევისკენ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით დაზარალებულებს სახელმწიფო გვედით დაუდგეს.
„ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პირებს, რომელთაც შეეხოთ რუსული აგრესია და რომელთა საკუთრებაც დაზარალდა, ასევე ვგულისხმობ სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებს. ორ ოჯახს რაზმაძეებსა და გუგუტიშვილებს განესაზღვრებათ, რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული მათთვის. ამ ოჯახებს დევნილის სტატუსი აქვთ და თავის დროზე სახლების დაბომბვის გამო, მათ მიიღეს კომპენსაცია წინა ხელისუფლების პირობებში. ამ ოჯახებთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა უწყებებთან. გამოკვეთილი სურვილია, რომ მათ დავეხმაროთ. რა ფორმით, ეს მომავალში გაირკვევა. იქნება ფინანსური დახმარება, თუ სხვა ტიპის. თავის დროზე 20 000 ლარი აქვთ თითოეულ ოჯახს აღებული, რადგან ვერ შეძლეს თავიანთ სახლში ცხოვრება. მათ დღეს მძიმე სოციალური პირობები აქვთ და დახმარებაზე საუბრისას სოციალურ მიმართულებასაც განვიხილავთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.