პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხვდება.
ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა.
მინისტრის განცხადებით, უცილებელია მოსახლეობასთან დიალოგი.
„სრული მზაობა გვაქვს, რომ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ეს არის ერთადერთი და უალტერნატიო გზა, რათა დავუბრუნდეთ იმ , ნდობაზე დაფუძნებულ და აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდება მოსახლეობასთან. კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს ყველასთან და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები. მოვისმენთ მოსახლეობისგან რაც მათ აინტერესებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მოსახლეობის პოზიციას, ისინი გეგმავენ შეხვედრაზე დააყენონ 21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი. ისინი თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ხეობაში დაკავებები პოლიციის წინააღმდეგობის მუხლით, რადგან ეს დამატებით ესკალაციას გამოიწვევს.