ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს.
დღეს იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქმნის მსოფლიოში, თითოეულს ჯანმრთელობას გისურვებთ და მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ. დაე, ამ დღეს მშვიდობა, სიკეთე და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი სამშობლოსათვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის მილოცვაში.
ნოვრუზ ბაირამი ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია.