ქეთევან ციხელაშვილი - ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღიანი დაგვიანებით მოხდა, ექსპერტიზას ართულებს
ქეთევან ციხელაშვილი - ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღიანი დაგვიანებით მოხდა, ექსპერტიზას ართულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღის შემდეგ მოხდა, ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას ართულებს.

ასე უპასუხა ციხელაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოების ნაწილი ამოცლილი ჰქონდა.

“ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღიანი დაგვიანებით მოხდა, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას. ბუნებრივია, ველოდები, რომ ამ დღეებში პირველადი შედეგები იქნება ცნობილი, რაც პირველ რიგში გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე სწორედ ეს გახლავთ “, – განაცხადა ციხელაშვილმა.