ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა სამწუხაროდ, 2008 წლიდან მოყოლებული, გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით პერიოდულად ხდება ხოლმე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, მაგრამ ეს გახლავთ ხოლმე დროებითი ზომა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს დამატებით პრობლემას უქმნის. ეს საკითხი 15 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან ორი დღისთ აიკრძალება.