ქეთევან ციხელაშვილი - აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდგომ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება
ქეთევან ციხელაშვილი - აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდგომ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდგომ კიდევ უფრო ნათელია, რომ რაც მოხდა, არ იყო მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, არამედ ეს იყო და რჩება ევროპული უსაფრთხოების გამოწვევად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგოც ციხელაშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდგომ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება და ამას არ აქვს ალტერნატივა.

„10 წლის შემდგომ კიდევ უფრო ნათელია, რომ რაც მოხდა, არ იყო მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, არამედ ეს იყო და რჩება ევროპული უსაფრთხოების გამოწვევად, ვიდრე არ იქნება მოძებნილი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზა. ამ ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ყველა განცხადებაში, რეზოლუციაში, რაც იქნა მიღებული ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ჩვენი პარტნიორები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.