ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარალეთის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარალეთის მოსახლეობას შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილი სოფლის კრებას დაესწრო, სადაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით დახარჯოს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა.
დღესვე სამკერვალო „ლიდერთან“ ერთად სამინისტრო სოფელ ქვეშში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა.
ცოხნიაშვილების ხუთშვილიანი ოჯახს სამკერვალო ლიდერი პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებით დაეხმარა.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კი სოციალურად დაუცველ ოჯახს მაცივარი ჩაუტანა.