ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა არ არსებობს არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა არ არსებობს არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ათი წლის წინ, რუსეთმა უკანონო ნაბიჯი გადადგა და მას შემდეგ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების მცდელობა, ფაქტობრივად, კრახით დასრულდა.
„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ სულ ახლახან გაიმეორა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ადამიანების კეთილდღეობისკენ გზა სამშვიდობო პოლიტიკაზე გადის.
„ჩვენ რუსეთთან დისკუსია გვაქვს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. ათი წლის თავზე ფაქტი არის ის, რომ დამოუკიდებლობა არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად არ არსებობს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.