ქემალ კილიჩდაროღლუ - ვიქნები 85 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი და გპირდებით, ყველას ვემსახურები, არ ვაპირებთ, თურქეთის ბედი ერთი პირის ხელში დავტოვოთ
ქემალ კილიჩდაროღლუ - ვიქნები 85 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი და გპირდებით, ყველას ვემსახურები, არ ვაპირებთ, თურქეთის ბედი ერთი პირის ხელში დავტოვოთ

თურქეთში ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ თურქეთის ბედს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს. ეს განცხადება ქემალ კილიჩდაროღლუმ სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე გააკეთა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კილიჩდაროღლუსა და თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეიტინგებს შორის მცირე სხვაობაა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას ზრდის.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა მოქალაქის პრობლემას გადავჭრით. არავის დისკრიმინაციას არ ვეცდები. ჩავიკრავ გულში 85 მილიონ ადამიანს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილების, იდენტობისა თუ მრწამსისა. მე ვიქნები 85 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი და გპირდებით, რომ ყველას ვემსახურები. ჩვენ არ ვაპირებთ, თურქეთის ბედი ერთი პირის ხელში დავტოვოთ და არავინ დაემორჩილება მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვას”, – განაცხადა კილიჩდაროღლუმ.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.