თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა

12:57, 01.06.2023

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლო შედეგები ცნობილია.

როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, ექვსი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.82% დააგროვა.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება.

მსგავსი