ქედაში, სოფელ ბზუბზუს მიმდებარე ტყეში ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია
ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია, ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც დარჩენილი რამდენიმე მცირე კერის ლიკვიდირების სამუშაოებს ახორციელებენ.
ხანძრის შედეგად ტყის მასივი თითქმის არ დაზიანებულა, დაიწვა ეკალ-ბარდი, ცეცხლი ძირითადად ხმელ ფოთლებზე იყო მოდებული.
ბზუბზუს ერთ-ერთი მცხოვრების ვერსიით, ტყეში ცეცხლი სამი დღის წინ საახალწლო ფოიერვეკის შედეგად გაჩნდა, თუმცა მეორე ვერსიით, ტყის მასივში ხანძარი ქარის გამო, ეზოში დანთებული ცეცხლისგან გავრცელდა.
„სავარაუდოდ, ეზოში დანთებული ცეცხლიდან გავრცელდა, ძროხებისთვის საკვებს ვამზადებდით და იყო ქარი, არც არის გამორიცხული, მაშხალებისგან გავრცელებულიყო ხანძარი, ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია სრულად, აქ მესამე დღეა, მუშაობენ მაშველები“, – ამბობს ბზუბზუს მცხოვრები ნუგზარ ღოღობერიძე.
ხანძრის სალიკციდაციო სამუშაოები თითქმის სამ დღეს გაგრძელდა. ადგილზე 135 მეხანძრე- მაშველი მუშაობდა.