ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. 

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა ღვინის სახლთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.