ქედაში მომხდარი ავტოავარიის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია [ფოტო]
ქედაში მომხდარი ავტოავარიის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია [ფოტო]

ქედაში მომხდარი ავტოავარიის გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, სამაშველო და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.

ავარიის დროს დაღუპულთა ცხედრები ავტომობილიდან ჯერ არ ამოუყვანიათ.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის აჭარის სამსახურის უფროსმა განაცხადა, შემთხვევა დღეს 10:00 საათზე მოხდა.

ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. 

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.