ქედაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, დაშავებულია ოთხი ადამიანი
ქედაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, დაშავებულია ოთხი ადამიანი

ქედაში, სოფელ ცხემნასთან ​ავტოავარიის შედეგად 35 წლის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი მგზავრი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მდინარიდან დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.